Accentnews.ge
ონის მერი:    "ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოვში დაღუპული 21 მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია"

ონის მერი: "ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოვში დაღუპული 21 მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია"

10/08/2023 08:15:35 საზოგადოება

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოვში დაღუპული 21 მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამუშაოებში ჩართულია ყველა უწყება:

" ჩართულია ყველა უწყება, სამინისტრო, 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, სამაშველო სამსახური. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“.

როგორც ონის მერმა აღნიშნა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.

„პრიორიტეტული ლოკაციები არის პირველ ეტაპზე შერჩეული, სადაც შესაძლებელი იყო, მოქალაქეები ყოფილიყვნენ. მათ შორის არის ეგრეთ წოდებული მინერალური წყლის, კალცის წყლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისმა წარმომადგენლებმა გზა გაჭრეს. მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის გადაადგილება და სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც კოტეჯები იყო განლაგებული. ასევე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის ხეობაში, სადაც ბოლოს ერთ-ერთი მოქალაქე იპოვეს“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

ამასთან, სერგო ხიდეშელის განცხადებით, "ასეთი მასშტაბის სტიქიას არავინ ელოდებოდა და გარკვეულმა პირებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S