Accentnews.ge
ეკვადორში საპრეზიდენტო კანდიდატი მოკლეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორში საპრეზიდენტო კანდიდატი მოკლეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

10/08/2023 07:42:07 მსოფლიო

ეკვადორში პარლამენტარი, საპრეზიდენტო კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენსიო მოკლეს.

მას ხალხმრავალ ადგილზე გაუხსნეს მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიება დატოვა და ავტომანქანაში ჩაჯდა.

ეკვადორის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების დროს დაიჭრა, დააკავეს, მაგრამ ის მალევე გარდაიცვალა. სროლის შედეგად დაშავდა კიდევ ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიტიკოსი და ორი პოლიციელი. მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს.

ეკვადორის პრეზიდენტმა გილერმო ლასომ 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის შემდეგ დაწყებული არეულობის გამო. პრეზიდენტის განკარგულებით, პოლიცია და ჯარი მზადყოფნაშია მოყვანილი და გაფართოებული უფლებამოსილებებით არის აღჭურვილი. საგანგებო მდგომარეობა ასევე გულისხმობს რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას - შეკრების თავისუფლების, საკუთრების და მიმოწერის ხელშეუხებლობის.

ვილავისენციო ქვეყანაში კორუფციისა და ძალადობის მთავარ მიზეზად ნარკოვაჭრობას ასახელებდა. ის ამბობდა, რომ ეკვადორი ნარკსახელმიწო გახდა და პოლიტიკურ მაფიასთან ბრძოლის მოწოდებით გამოდიოდა.

საპრეზიდენტო არჩევნები 20 აგვისტოს უნდა გამართულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S