ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
10/08/2023 06:31:11 მსოფლიო
ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოსკოვისა და სევასტოპოლის მიმართულებით მფრინავი 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
„სევასტოპოლთან მიახლოებისას საჰაერო თავდაცვის სისტემამ 2 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. კიდევ 9 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებმა ჩაახშო და მიზანს ვერ მიაღწია, დრონები შავ ზღვაში ჩავარდნენ. აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმების შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ მომხდარა“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.


