Accentnews.ge
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

10/08/2023 06:01:20 მსოფლიო

ჰავაის კუნძულ მაუიზე, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია, ტყის ხანძრის შედეგად მინიმუმ, 6 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

ხელისუფლებამ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა, გადაკეტა გზები და გახსნა თავშესაფრები ათასობით ევაკუირებულის მისაღებად.

ხანძრის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიისა და მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გარეშეა დარჩენილი.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S