გერმანია უკრაინას დამატებით „პეტრიოტებს" გაუგზავნის
10/08/2023 05:37:01 მსოფლიო
გერმანია უკრაინას დამატებით „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კარგი ამბავია გერმანიიდან – ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. არსებობს დამატებითი „პეტრიოტის” სისტემები. ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებს, სოფლებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.


