Accentnews.ge
რუსეთში აფეთქების შემთხვევებმა რეკორდულად იმატა

რუსეთში აფეთქების შემთხვევებმა რეკორდულად იმატა

09/08/2023 17:53:36 მსოფლიო

2022 წელს რუსეთში ბოლო ათი წლის განმავლობაში აფეთქებების რეკორდული რაოდენობა მოხდა, იტყობინება გამოცემა "ვიორსტკა" რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით. შედეგად დაიღუპა 55 ადამიანი, დაშავდა 10 647.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლიდან გასულ წლამდე ქვეყანაში აფეთქებების წლიური რაოდენობა (ტერორისტული აქტებისა და საცხოვრებელ ბინებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქებების), არ აღემატებოდა 20-ს, ხოლო მსხვერპლი ასობით იყო და არა ათასობით. გასულ წელს, ოფიციალური უწყების სტატისტიკის მიხედვით, 83 აფეთქება მოხდა, მათგან 55 შემთხვევა საბრძოლო მასალას უკავშირდება.

ამავდროულად, კონსტანტინე კუზნეცოვმა, კვლევითი და საწარმოო კომპანიის Fire Safety Fund-ის წამყვანმა ექსპერტმა, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოხსენების კომენტირებისას გამოცემასთან აღნიშნა, რომ ოფიციალური უწყება სტატისტიკაში არ აფიქსირებს აფეთქებებს, რომლებიც "სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S