Accentnews.ge
ერდოღანს "მარცვლეულის შეთანხმების" "გაფართოებულ ფორმატში" განახლება სურს

ერდოღანს "მარცვლეულის შეთანხმების" "გაფართოებულ ფორმატში" განახლება სურს

09/08/2023 14:09:28 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აპირებს ხელი შეუწყოს მარცვლეულის შეთანხმების განახლებას "გაფართოებულ" ფორმატში. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

პოლიტიკოსის თქმით, მან დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, დაეხმარონ ამ შეთანხმების რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებების საფუძვლად ქცევაში.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ გარიგების "გაფართოებულ" ფორმატში აღდგენისთვის კომუნიკაცია გრძელდება, მაგრამ მისი განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, "შეასრულებენ თუ არა დასავლეთის ქვეყნები დაპირებებს". კონკრეტულად რა ფორმატსა და პირობებზეა საუბარი, თურქეთის პრეზიდენტი არ აზუსტებს.

„სამწუხაროდ, შეთანხმების წინა პერიოდში ლოიალობის პრინციპი არ იყო დაცული. არანაირი დიპლომატიური ნაბიჯები არ გადადგმულა იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვის ინიციატივით შექმნილი პოზიტიური ატმოსფერო გადაზრდილიყო ზავში და შემდეგ მუდმივ მშვიდობაში“, - განაცხადა ერდოღანმა.

რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს მარცვლეულის შეთანხმებას გასული წლის ივლისში. მას შემდეგ ხელშეკრულება რამდენჯერმე გაგრძელდა, მაგრამ 17 ივლისს მოსკოვი ცალმხრივად გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან. რუსეთი აცხადებს, რომ გარიგების ნაწილი, რომელიც რუსული პროდუქციის და სასუქების ექსპორტს ეხებოდა, არ განხორციელებულა.

მას შემდეგ, რაც მოსკოვი გავიდა შეთანხმებიდან, რუსმა სამხედროებმა უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვა დაიწყეს. რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ შეუძლია, უკრაინისკენ მიმავალი გემები შავ ზღვაში სამხედრო სამიზნეებად განიხილოს. თურქეთმა, გაერომ და სხვა ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს, დაბრუნდეს შეთანხმებაში. ვაშინგტონმა მოსკოვის ქმედებებს შანტაჟი უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S