Accentnews.ge
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

09/08/2023 13:31:15 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6147 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.67 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8709 ლარი გახდა.

0.69 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3314 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.67 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S