Accentnews.ge
მღებრიშვილი: "დღეს 2 ცხედრის პოვნა მოხერხდა, მათგან ერთ–ერთი მოზარდია"

მღებრიშვილი: "დღეს 2 ცხედრის პოვნა მოხერხდა, მათგან ერთ–ერთი მოზარდია"

09/08/2023 10:57:28 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ დღეს შოვში სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანი იპოვეს.

"დღეს 2 ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია და მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში", - თქვა მან.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 12 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S