Accentnews.ge
ქარსელაძე: მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო, მდინარემ წაიღო, ახლა ვამონტაჟებთ ახალს

ქარსელაძე: მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო, მდინარემ წაიღო, ახლა ვამონტაჟებთ ახალს

09/08/2023 10:34:59 საზოგადოება

ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო და ამჟამად სპეციალისტები სტიქიის ზონაში ახალ ხიდს ამონტაჟებენ.

"ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო მდინარემ წაიღო და ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით გამოყენებას. შესაბამისად, ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი უკვე გუშინ,“ — აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

როგორც მან აღნიშნა, ჩამოტანილი მასა ძალიან მძიმედ ექვემდებარება დამუშავებას, რაც მთავარ სირთულეს წარმოადგენს.

მისივე თქმით, კოტეჯების სასადილოს ტერიტორიასთან მისვლა მოახერხეს:

"ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთანაც. შესაბამისად, ეს არეალი მუშავდება".

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 12 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S