Accentnews.ge
საფრანგეთში, შშმ პირთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, 11 ადამიანის ბედი უცნობია

საფრანგეთში, შშმ პირთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, 11 ადამიანის ბედი უცნობია

09/08/2023 09:57:46 საზოგადოება

საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ ვენცენჰეიმის შშმ პირთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

როგორც იუწყებიან, ცეცხლი თავშესაფარში დილით ადრე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. მართალია, შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ხანძლის ლოკალიზება მალევე სეძლეს, თუმცა 500 კვმ-დან დაახლოებით 300 კვ.მ დაიწვა.

პრეფექტურის პოლიციამ განაცხადა, რომ 17 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 11 ადამიანის ადგილსამყოფელს იკვლევენ.

ადგილზე 70 მეხანძრე მუშაობდა, რამდენიმე ათეული პოლიციელის მხარდაჭერით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S