Accentnews.ge
ბრიტანეთის ხელისუფლებამ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილს ქონება ჩამოართვა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილს ქონება ჩამოართვა

09/08/2023 09:11:22 მსოფლიო

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილს გულნარა კარიმოვას 20 მილიონ ფუნტზე მეტი (25 მილიონი დოლარი) ღირებულების ქონება ჩამოართვა.

ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ ქონება შეძენილ იქნა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით.

საუბარია ორ ბინაზე – ლონდონის ელიტულ ბელგრავიას რაიონში და სარეიში მდებარე სასახლეებზე. მათი ჩამორთმევის მოთხოვნას სასამართლო 2018 წლიდან განიხილავს.

ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კარიმოვამ მიიღო ასობით მილიონი დოლარი ქრთამის სახით სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან უზბეკეთის ბაზარზე შესვლაში დახმარების სანაცვლოდ.

გულნარა კარიმოვასთან დაკავშირებული აქტივების ჯამური ოპდენობა შვეიცარიაში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებსა და რიგ სხვა ქვეყნებში თითქმის 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. უზბეკეთის მთავრობა მათი ნაწილის დაბრუნებას ცდილობს.

კარიმოვა უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის – ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილია. მას თანამდებობა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2016 წლამდე – გარდაცვალებამდე ეკავა. 2015 წელს, ვიდრე მამამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, კარიმოვას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კორუფციის ბრალდებით. 2017 წელს სხვა საქმეზე მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო 2020 წელს – 13 წელი მესამე საქმეზე.

კარიმოვა დაპატიმრებამდე უზბეკეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჰქონდა ამბიციები, გამხდარიყო მამის მემკვიდრე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S