Accentnews.ge
მედია: Rheinmetall-მა უკრაინისთვის "ლეოპარდის" ტანკები იყიდა

მედია: Rheinmetall-მა უკრაინისთვის "ლეოპარდის" ტანკები იყიდა

09/08/2023 08:32:35 მსოფლიო

გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა ბელგიისგან 50 Leopard-1–ის ტანკი იყიდა, რომელთა ნაწილიც უკრაინაში გაიგზავნება. ამის შესახებ გამოცემა Handelsblatt წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ტანკები გერმანიაში გადაიარაღება, რის შემდეგაც 30 მათგანი უკრაინაში გაიგზავნება. თავად კონცერნს მსგავსი შესყიდვის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია.

მანამდე ბელგიური გამოცემა Business AM იტყობინებოდა ერთ–ერთი ქვეყნის მიერ შეძენილი განახლებული Leopard-1–ის პირველი ტანკები ბელგიიდან უკრაინაში გაგზავნეს გერმანიისა და იტალიის გავლით.

ეს ტანკები შეიარაღებიდან რამდენიმე წლის წინ ამოიღეს. გამოცემის თანახმად, ბელგიამ ტანკები OIP Systems-ს მიჰყიდა თითო 15 000 ევროდ, ვინაიდან ბელგიის არმიას არ გააჩნდა ანგარები ჩამოწერილი ტექნიკის განსათავსებლად. მას შემდეგ ისინი ინახებოდა ქალაქ ტურნაის საწყობში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S