მოსკოვის მახლობლად, სამხედრო დანიშნულების ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა
09/08/2023 08:18:01 მსოფლიო
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ სერგიევ პოსადში ოთხშაბათს დილით აფეთქება მოხდა. ქალაქის თავზე ამომავალი კვამლის ამსახველ ვიდეოს ტელეგრამ–არხები ავრცელებენ. მოგვიანებით ცნობები დაადასტურეს საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც.
"ბაზას" ცნობით, აფეთქება ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარედ არსებული შენობები დაზიანდა.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, უცნობია.
ტელეგრამ არხების ცნობით, მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა. ეს ზუსტი მონაცემი არაა.
ზაგორსკის ოპტიკურ–მექანიკური ქარხანა, სხვა საკითხებთან ერთად, აწარმოებს სამხედრო დანიშნულების პროდუქციას, განსაკუთრებით ღამის სამიზნეებს ტანკებისთვის.
მანამდე მოსკოვზე დრონებით მიტანილი იერიშის შესახებ იუწყებოდნენ. სამ აეროპორტში ფრენები გააუქმეს.


