Accentnews.ge
ბაიდენმა სხვა ქვეყნებს უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე მომზადების ნება დართო

ბაიდენმა სხვა ქვეყნებს უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე მომზადების ნება დართო

09/08/2023 08:09:28 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სხვა ქვეყნებს უკრაინელი მფრინავების F-16-ის გამანადგურებლებზე გაწვრთნის ნება დართო,– ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა.

"პრეზიდენტმა "მწვანე შუქი" მისცა, რომ დაუშვას და მხარი დაუჭიროს წვრთნას", - თქვა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მას დეტალებზე არ უსაბრია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანია და ნიდერლანდები "წამყვან როლს თამაშობენ" უკრაინელი მფრინავების მომზადებაში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების ამერიკული F-16–ებზე მომზადება 2023 წლის აგვისტოში დაიწყება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიას სჭირდება F-16–ები, რომლებიც ანექსირებულ ყირიმში უფრო ზუსტი დარტყმების განხორციელებას შესაძლებელს გახდიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S