სარდლობა: უკრაინელები სამხრეთში რუსული ჯარების თავდაცვის პირველ ხაზზე შევიდნენ
09/08/2023 07:42:54 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები ტავრიას მიმართულებით რუსული არმიის თავდაცვის პირველ ხაზზე გავიდნენ, – განაცხადა ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ტავრიას" წარმომადგენელმა სერგეი კუზმინმა.
მან მიუთითა ამ მხარეში ნაღმების, სამხედროების და საინჟინრო ბარიერების უხვ რაოდენობაზე: ”სავარაუდოდ, კვადრატულ მეტრზე მათი რაოდენობა არ ჩამორჩება ნაღმების ოდენობას”.
„ჩვენ უკვე შევედით დამპყრობლების პირველ ხაზზე. პირველი ხაზი ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი სამხედროები წინ მიიწევენ. ჩვენ წინ მივდივართ და ამ მოძრაობას აფერხებს დანაღმული ველები და ჩვენი ავიაციის ნაკლებობა“, - თქვა მან.
კუზმინის თქმით, რუსეთი ამ მიმართულებით ავიაციას დღეში 13-ჯერ იყენებდა და ეს „მეტია, ვიდრე ორი დღის წინ იყო".


