Accentnews.ge
პაპუაშვილი: "შოვში მოხალისეობრივი აქტივობის მიზანი რიგ შემთხვევაში იყო აღქმის ჩამოყალიბება, რომ თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე"

პაპუაშვილი: "შოვში მოხალისეობრივი აქტივობის მიზანი რიგ შემთხვევაში იყო აღქმის ჩამოყალიბება, რომ თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე"

09/08/2023 07:31:41 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შოვში, სტიქიურ ზონაში მოხალისეობრივი საქმიანობის მიზანი რიგ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ ნეგატიური წარმოდგენის შექმნა იყო. ამის შესახებ მან პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სოციალურ ქსელში ასევე ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია დახმარებების შეგროვების შესახებ, იქნებოდა ეს საკვები, წყალი, ტანსაცმელი თუ მედიკამენტები, მიუხედავად საგანგებო შტაბის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფდა ადგილზე მყოფ ყველა პირს და მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობა არ იყო. ასეთი აქციების მიზანი, რიგ შემთხვევაში, იყო აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე", – განაცხადა პაპუაშვილმა.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო მონაცემებით, დაკარგულად 13 პირი ითვლება. დაკარგულების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შოვში მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

ამ დღეების განმავლობაში სტიქიის ზონაში მოხალისეები იქ მომუშავე ადამიანებს სთავაზობდნენ საკვებს, სასმელს და პირველადი დანიშნულების ნივთებს. პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია მოხალისეთა რომელ ჯგუფს გულისხმობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S