Accentnews.ge
შოვში დაღუპულთა შორის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენო სულთანიშვილი ამოიცნეს

შოვში დაღუპულთა შორის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენო სულთანიშვილი ამოიცნეს

09/08/2023 06:57:46 საზოგადოება

შოვში დაღუპულთა შორის სოფელ გლოლის მკვიდრი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ადგილობრივი ანსამბლის „ბუბას“ წევრი გენო სულთანიშვილი ამოიცნეს.

„პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული ცხედარი“, - იუწყება სულთანიშვილის სიძე მამუკა ცერცვაძე.

როგორც მან "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ მისი სიმამრი 3 აგვისტოს უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, კოტეჯების ტერიტორიაზე მოყვა.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S