Accentnews.ge
ISW: რუსეთი უკმაყოფილოა ჩინეთის ძალისხმევით, ხელი შეუწყოს უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმის წინსვლას

ISW: რუსეთი უკმაყოფილოა ჩინეთის ძალისხმევით, ხელი შეუწყოს უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმის წინსვლას

09/08/2023 06:46:15 მსოფლიო

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვსა და ვან იუს მოლაპარაკებების შედეგები მოწმობს, რომ მოსკოვისა და პეკინის პოზიციები უკრაინაში ომის დასრულების თემაზე სულ უფრო სცილდება ერთმანეთს, – ამის შესახებ მორიგ ანგარიშში წერენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები.

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საუბარი საუდის არაბეთში უკრაინის თემაზე მიმდინარე სამიტის დასრულებისთანავე შედგა. სამიტზე რუსეთი არ იყო მიწვეული, ჩინეთის წარმომადგენლის დასწრებას კი მიესალმნენ. როგორ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, განსხვავებული იყო ლავროვისა და იუს საუბრის შესახებ ჩინეთისა და რუსეთის საგარეო უწყებების მიერ გამოქვეყნებული ცნობები.

რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მინისტრებმა „განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგი, ისევე როგორც მთელი რიგი რეგიონული თემები, მათ შორის უკრაინის კრიზისი“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეებმა "გაცვალეს მოსაზრებები" ომის შესახებ.

„ვან იუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი შეინარჩუნებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას უკრაინის საკითხზე, გააგრძელებს ობიექტური და რაციონალური აზრის გამოხატვას, აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მოიძიებს პოლიტიკურ გადაწყვეტას ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებაზე“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ISW–ს ცნობით, მოლაპარაკებების შედეგების აღწერაში ასეთი შეუსაბამობები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ კრემლი უკმაყოფილოა ჩინეთის ძალისხმევით, ხელი შეუწყოს თავისი სამშვიდობო გეგმის საერთაშორისო ფორუმებზე წინსვლას. ეს ემთხვევა ISW-ის წინა შეფასებებს, რომ ჩინეთი არ არის დაინტერესებული რუსეთთან „შეუზღუდავი პარტნიორობით“, როგორც მოსკოვს სურს, წერენ ექსპერტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S