Accentnews.ge
ირაკლი ქარსელაძე: ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა

ირაკლი ქარსელაძე: ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა

09/08/2023 06:12:55 საზოგადოება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა.

მისი თქმით, აღნიშნული პირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ ბიბილეიშვილის ახლობელმა მიაწოდა.

როგორც მინისტრი განმარტავს, პიროვნებამ, რომელმაც ზურაბ ბიბილეიშვილის დაკარგვის შესახებ განაცხადა, სახელი და გვარი არასწორად თქვა, თუმცა დაზუსტების შემდეგ მყისიერად მოხდა აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირება.

„ის, რომ ადამიანი, რომელიც ირიცხებოდა სიაში არის ჯანმრთელად მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის. ვიღაც ახლობელმა დარეკა, თქვა, რომ ამ პიროვნების ოჯახმა თქვაო, რომ ვერ ვუკავშირდებითო და აი, გეუბნებითო. შემდეგ ამ კაცმა თქვა, უი, სახელი და გვარი ასე კი არა, ასე არისო. დაუკავშირდნენ, დააზუსტეს, როგორც კი ამ კაცმა სწორად თქვა სახელი და გვარი, მყისიერად მოხდა ამ კაცთან დაკავშირება“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა.

კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში, თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კითხვები არსებობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს:

„დეტალები არ შემიძლია, ზუსტად გითხრათ, მაგრამ დაკარგულების სიაში იყო და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ. ჯერ–ჯერობით მაგ მიმართულებით კითხვები არსებობს. რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელადაა. პოლიციამ აღმოაჩინა, ოპერატიული-სამძებრო სამუშაობის შედეგად თბილისში“.

მღებრიშვილის ცნობით, ამჟამად დაკარგულთა სიაში 13 ადამიანია.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S