
უკრაინა ზაპოროჟიეს რეგიონის მიმართულებით წინსვლის თაობაზე იუწყება
08/08/2023 19:21:30 მსოფლიო
უკრაინა ზაპოროჟიეს რეგიონის მიმართულებით წინსვლის თაობაზე იუწყება. შესაბამისი განცხადება ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფის მეთაურის მოადგილემ სერჰი კუზმინმა გააკეთა.
მისი თქმით, რეგიონში ამჟამად უკრაინული ძალების ძალისხმევა სოფელ რობოტინიდან მტრის განდევნაზეა მიმართული.
"ასობით მეტრით წავიწიეთ წინ. შეტევითი მოქმედებები ასევე გრძელდება ბერდიანსკის სექტორში. აქაც ასევე არის წინსვლა, ჩვენი თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ. ჩვენ მტერს ვანადგურებთ", - განაცხადა მან.
კუზმინი განმარტაავს, რომ ბერდიანსკის ტერიტორია თითქმის მთლიანად დანაღმულია და ადგილზე ძალიან ბევრი ოკუპანტია:
"ალბათ, მათი რაოდენობა კვადრატულ მეტრზე იგივეა, რაც ნაღმების რაოდენობა".
მისი თქმით, სწრაფ წინსვლას დანაღმული ტერიტორია აფერხებს.
"ჩვენ უკვე მივაღწიეთ ოკუპანტების თავდაცვის პირველ ხაზს. პირველი ხაზი ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი სამხედროები წინ მიიწევენ. ეს წინსვლა შენელებულია დანაღმული ტერიტორიებისა და ჩვენი ავიაციის არასათანადო შესაძლებლობების გამო", - დასძინა მან.