Accentnews.ge
პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე დამატებით ჯარებს აგზავნის

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე დამატებით ჯარებს აგზავნის

08/08/2023 18:57:25 მსოფლიო

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე დამატებით ჯარებს აგზავნის , – იუწყება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო PAP.

როგორც Reuters აღნიშნავს, მანამდე პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე დაიწყო ბარიერების აშენება, რომლებიც ელექტრონული დაცვის საშუალებებით არის აღჭურვილი.

პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საზღვართან შენიშნეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ვითარება ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს დაუკავშირა.

„ვაგნერის“ დაქირავებულებმა ბელარუსში ჩასვლა დაიწყეს ივნისის ბოლოს რუსეთში აჯანყების მცდელობის შემდეგ. ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ბელარუსის სამხედროებს მოამზადებენ. ვაგნერელები ბელარუსში მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე ჩადიან. მათი მთავარი ბანაკი მოგილიოვის ოლქში მდებარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S