Accentnews.ge
თემურ მღებრიშვილი: ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა

თემურ მღებრიშვილი: ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა

08/08/2023 17:31:49 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, თბილისში იპოვეს მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა. თუმცა, მღებრიშვილის თქმით, „კითხვები არსებობს“ იმასთან დაკავშირებით, მართლაც იმყოფებოდა თუ არა ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში.

"იყო დაფიქსირებული ცხელ ხაზზე და 112-შიც, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულების სიაში იყო, ოპერატიული-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში, თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კითხვები არსებობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს:

„დეტალები არ შემიძლია, ზუსტად გითხრათ, მაგრამ დაკარგულების სიაში იყო და დღეს შეგვიძლია, რომ ამოვრიცხოთ. ჯერ–ჯერობით მაგ მიმართულებით კითხვები არსებობს. რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელადაა. პოლიციამ აღმოაჩინა, ოპერატიული-სამძებრო სამუშაობის შედეგად თბილისში“.

მღებრიშვილის ცნობით, ამჟამად დაკარგულთა სიაში ცამეტი ადამიანია.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S