ზელენსკი: კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა
08/08/2023 16:07:30 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა.
“კონტრშეტევა ალბათ, მიმდინარეობს იმაზე უფრო ნელი ტემპით, ვიდრე ვინმეს სურს. ძალიან რთულია, როდესაც ამა თუ იმ იარაღის დეფიციტი გაქვს. უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსებისთვის უფრო რთულია. ჩვენს თვალებში დაღლილობაა, მათ თვალებში შიშია,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქქმით, რუსეთს რეალურად შეუძლია ამ ომის სწრაფად დასრულება.
“ჩვენგან განსხვავებით რუსეთს რეალურად შეუძლია ამ ომის სწრაფად დამთავრება, ზედმეტი დანაკარგების გარეშე. ეს არის ჩვენი ტერიტორიიდან გასვლა. ვინაიდან, უკრაინა არ აპირებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ომის გაგრძელებას. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას ვახდენთ და ამაშია სხვაობა”, - განაცხადა ზელენსკიმ.


