
ლარი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა
08/08/2023 15:16:09 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6136 ლარი ეღირება, ევრო – 2.8642 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3245 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6106 ლარი ღირდა, ევრო – 2.8644 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3215 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.