Accentnews.ge
ლონდონი აფართოებს სანქციებს რუსული არმიისთვის მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტის მიზნით

ლონდონი აფართოებს სანქციებს რუსული არმიისთვის მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტის მიზნით

08/08/2023 13:52:04 მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა 8 აგვისტოს განაცხადა, რომ აფართოებს სანქციების სიას, რათა შეზღუდოს რუსეთის თავდაცვის სექტორი და დაბლოკოს მისი წვდომა უცხოურ სამხედრო აღჭურვილობაზე.

შეზღუდვებს დაექვემდებარნენ ფიზიკური და იურიდიული პირები ბელარუსიდან, ირანიდან, თურქეთიდან, დუბაიდან, სლოვაკეთიდან და შვეიცარიიდან, – იტყობინება Reuters.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ თქვა, რომ ახალი ზომები კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის არსენალს და გავლენას მოახდენს ვლადიმირ პუტინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის მიწოდების ჯაჭვებზე.

ჯამში 25 სასანქციო ზომა გამოცხადდა, მათ შორის, სამ რუსულ კომპანიასთან მიმართებით, რომლებიც საბრძოლო ველზე გამოყენებული სამხედრო აღჭურვილობის ელექტრონულ კომპონენტების იმპორტს ახორციელებენ.

დიდი ბრიტანეთის მიერ "შავ სიაში" შეყვანილთა შორისაა ირანული დრონების მწარმოებელი Paravar Pars და კომპანიის შვიდი ტოპ–მენეჯერი, ასევე მიკროელექტრონული საქონლის თურქეთში ბაზირებული ორი კომპანია. ბელარუსიდან სანქციების ქვეშ მოექცა ორშას თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და "2566 ელექტრონული იარაღის შეკეთების ქარხანა" ბორისოვში.

სანქციები ბრიტანულ ორგანიზაციებს უკრძალავს "შავ სიაში" მყოფთათვის სერვისების მიწოდებას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული მათი აქტივების „გაყინვა“.

გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შემოიღეს სანქციების რამდენიმე პაკეტი 2022 წლის თებერვლის ბოლოდან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S