Accentnews.ge
იუსოვი: რუსეთისთვის სადესანტო ჯარებს შორის დანაკარგები ძლიერ დამამცირებელია

იუსოვი: რუსეთისთვის სადესანტო ჯარებს შორის დანაკარგები ძლიერ დამამცირებელია

08/08/2023 13:38:41 მსოფლიო

რუსეთისთვის სადესანტო ჯარებს შორის უკრაინაში განცდილი დანაკარგები "ძლიერ დამამცირებელია",– განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ტელემარეთონის ეთერში როდესაც ჰკითხეს, შეესაბამება თუ არა სინამდილეს რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის მიხაილ ტეპლინსკის მონაცემები უკრაინაში დანაკარგების შესახებ. კერძოდ, საუბარია დაახლოებით 8 500 დაჭრილი რუსი მედესანტეზე.

„ეს მაჩვენებლებიც კი შეგნებულად არის შემცირებული. ასეთი დოზირებული სიმართლე კატეგორიულად აკრძალულია ამ დამახინჯებული სარკეების სამეფოში. პუტინის რუსეთში ნახევარი სიმართლე მხოლოდ შემთხვევით შეიძლება, ითქვას. გასაგებია, რომ რაშისტული რეჟიმისთვის ზოგადად სასიკვდილოდ საშიშია ზარალის საკითხის განხილვა საკუთარ ე.წ. სახელმწიფოში“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიგითი რუსების დიდმა ნაწილმა დაკარგა ახლობელი ან დაუსახიჩრდა, ზოგადად, ამ თემის განხილვა ტაბუდადებულია.

„განსაკუთრებით მაშინ, როცა სამხედრო სარდლობის წარმომადგენელი ნაწილობრივ მაინც არქმევს ყველაფერს თავის სახელს, ეს შემდგომ იწვევს რეაქციას და დისკუსიას სამხედრო კორესპონდენტებს და რიგით რუსებს შორის. რეჟიმი ამას ვერ დაუშვებს, ამიტომ ძლიერ ხისტი მეთოდებით ცდილობს "გაწმენდას". მაგრამ ყველამ გაიგო უკვე, რაც ითქვა“, - თქვა იუსოვმა.

ბრიტანეთის არმიის სარდალმა, ადმირალმა ენტონი რადაკინმა 5 ივლისს ბრიტანეთის პარლამენტში მოსმენის დროს განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი არმიის საბრძოლო პოტენციალის დაახლოებით ნახევარი უკრაინის წინააღმდეგ ომში. მანამდე BBC-ის რუსულმა სამსახურმა "მედიაზონასთან" ერთად ღია მონაცემების გამოყენებით დაადგინა 28 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელი, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დროს. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ეს არის „რუსული დანაკარგების მინიმალური შეფასება“, ხოლო რეალური რიცხვი შესაძლოა, ორჯერ მეტი იყოს. ამრიგად, დაღუპულთა რაოდენობა ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, შეიძლება იყოს 55000 ადამიანი. ხოლო რუსეთის დანაკარგები მძიმედ დაჭრილების და გარდაცვლილების გათვალისწინებით, შეიძლება იყოს მინიმუმ 247 ათასი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S