Accentnews.ge
უკრაინის კონტრდაზვერვამ დონეცკში "ვაგნერის" და ФСБ–ს სადაზვერვო ქსელი გამოავლინა

უკრაინის კონტრდაზვერვამ დონეცკში "ვაგნერის" და ФСБ–ს სადაზვერვო ქსელი გამოავლინა

08/08/2023 11:28:30 მსოფლიო

უკრაინის კონტრდაზვერვამ გამოავლინა რუსული სადაზვერვო ქსელი დონეცკის ოლქში, გორნიაკში, რომელიც დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი ქალებისგან და მუშაობდა როგორც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურისთვის, ისე "ვაგნერის" ჯგუფის დაქირავებულთათვის,– იუწყება უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უკრაინის სამი და რუსეთის ერთი მოქალაქე სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვოდ გავრცელებაში ამხილეს. მათგან სამი დააკავეს, მეოთხე კი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

უწყების ცნობით, ქალები ოკუპანტებმა ჯერ კიდევ 2022 წლის 24 თებერვლამდე გადაიბირეს და „მოლოდინის რეჟიმში“ ჰყავდათ. კონტრდაზვერვის ცნობით, ФСБ –მ ჯერ უკრაინის მოქალაქე გადაიბირა და შემდეგ მან ჩართო საქმეში სამი ადგილობრივი, მათგან ერთი რუსეთის მოქალაქეა.

ერთი წლის განმავლობაში ჯგუფი აგროვებდა და რუსულ მხარეს აწვდიდა ცნობებს რიგი ობიექტების, სამხედროების განლაგების, სამხედრო ტექნიკის გადაადგილების თაობაზე. ასევე ცდილობდნენ, გაერკვიათ სამხედრო ავიაციის ფრენის მიმართულებები, მათ შორის, ავდიეკასთან დამრტყმელი თვითმფრინავის.

როგორც იუწყებიან, მრავალსაფეხურიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ჯგუფის სამი წევრი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისას და გამოავლინეს მათი ხელძღვანელი, რომელიც ომის დაწყებისას გაემგზავრა რუსეთში და იქიდან მართავდა ჯგუფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S