
ბორჯომში, მდინარე მტკვარში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს
08/08/2023 11:26:11 საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვრიდან 60 წლამდე კაცის ცხედარი ამოიყვანეს. იგი ადგილობრივია.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
"borjomi.tv"–ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. ცხედარი თვითმხილველებმა მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს.