მედია: რუსეთმა საბჭოთა ჯავშანტექნიკის თითქმის ნახევარი ამოიღო ყველაზე დიდი საცავიდან
08/08/2023 10:12:40 მსოფლიო
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ბურიატიაში საბჭოთა ტანკებისა და სამხედრო მანქანების 40%-ზე მეტი ამოიღო "ვაგჟანოვოს" სამხედრო აღჭურვილობის უდიდეს ბაზაზე არსებული საცავიდან, –წერს The Moscow Times.
დაახლოებით 3840 ერთეული ტექნიკა "ვაგჟანოვოში" ინახებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ხუთი თვით ადრე, 2023 წლის მაისისთვის ეს მონაცემი 2270 ერთეულამდე შემცირდა– წერს გამოცემა, რომელმაც შეისწავლა Google Earth-ის თანამგზავრის ფოტოები. შესაბამისად, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, ბაზიდან ამოიღეს დაახლოებით 1,570 ერთეული ტანკი და საბრძოლო მანქანა, ხოლო აღჭურვილობის უმეტესობამ (32%) დატოვა "ვაგჟანოვო" 2022 წლის სექტემბერში მობილიზაციის დაწყების შემდეგ.
The Moscow Times-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქციების თანახმად, არსებობს სამხედრო ტექნიკის კონსერვაციის ოთხი კატეგორია და ძვირფასი აღჭურვილობა ინახება სპეციალურ ვენტილირებად ოთახებში. "ვაგჟანოვოში" მანქანები ძირითადად ღია ცის ქვეშ ინახებოდა. ”ეს ის ტექნიკაა, რომელიც არ გენანება",– განმარტა სამხედრო ექსპერტმა პაველ ლუზინმა.
"ვაგჟანოვოს" ყოფილი სამხედროების სოციალურ ქსელებში The Moscow Times-ის ჟურნალისტებმა ბაზაზე შენახული ტანნიკის რამდენიმე ფოტო იპოვეს. გამოცემის მიერ გამოკითხულმა სამხედრო ექსპერტებმა მათში ამოიცნეს T-62, რომელიც წარმოებულია 1962 წლიდან 1975 წლამდე.
გამოცემის ცნობით, საწყობიდან ამოღებული ზოგიერთი საბრძოლო მანქანა ღრმა მოდერნიზაციას გადია – ისინი აღჭურვილია დამატებითი დაცვით, უფრო თანამედროვე ძრავებით, ასევე ოპტოელექტრონული სისტემით და თერმოგამოსახულებით, რის შემდეგაც ისინი იგზავნება ფრონტზე. დანარჩენებს შლიან ნაწილებისთვის.
ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, ომის პირველ წელს რუსეთის ფედერაციამ დაკარგა თავისი თანამედროვე ტანკების დაახლოებით ნახევარი. ანალიტიკური პროექტის Oryx-ის მიხედვით (იგი აფიქსირებს დანაკარგებს ფოტოს ან ვიდეოს თანდართვით), რუსმა სამხედროებმა სულ დაკარგეს 2 200-ზე მეტი ტანკი. უკრაინის გენერალური შტაბის მიხედვით კი – 4254 ტანკი.


