მედია: აშშ უკრაინას დამატებით 200 მლნ დოლარის ოდენობს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
08/08/2023 09:27:04 მსოფლიო
დღეს აშშ უკრაინას დამატებით 200 მლნ დოლარის ოდენობს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – იუწყება "როიტერი".
მისი ცნობით, ახალი პაკეტი მოიცავს ნაღმებისგან გაწმენდის აღჭურვილობას, საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინებს“, სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტებს და სხვა სახის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარისას ვაშინგტონს შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება თხოვა.


