
ფოთში, ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო
08/08/2023 05:51:50 საზოგადოება
ფოთში, ზღვაში რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა კიდევ ერთი, 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი ზღვაში საბანაოდ შევიდა და გაუჩინარდა. ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე იპოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.
გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.