Accentnews.ge
რუსეთის აგერესიის გამართლებისთვის უკრაინაში მიტროპოლიტს 5 წელი მიუსაჯეს

რუსეთის აგერესიის გამართლებისთვის უკრაინაში მიტროპოლიტს 5 წელი მიუსაჯეს

08/08/2023 05:48:54 მსოფლიო

ვინიციას სასამართლომ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) მიტროპოლიტ იონათანს რუსეთის აგრესიის გამართლებისთვის თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების თანახმად, იონათანი მრევლს შორის პრორუსულ ბუკლეტებს ავრცელებდა, ეპარქიის საიტზე კი გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოსკოვის საპატრიარქოს უპირატესობაზე საუბრობდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებდა.

სასამართლომ სასულიერო პირი ჯამში ოთხ მუხლში ცნო დამნაშავედ: ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა; კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი ცვლილების ან დამხობისკენ მიმართული ქმედებები; უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის უარყოფა; მოქალაქეების რელიგიური თანასწორობის დარღვევა.

ტულჩისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი ეპარქიის პირველი მოქმედი ხელმძღვანელია, რომელსაც უკრაინული მთავრობასა და უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის დაპირისპირების ფონზე რეალური სასჯელი მიესაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S