Accentnews.ge
"აბრამსის" პირველი ტანკები უკვე მზადაა უკრაინაში გადასაზიდად

"აბრამსის" პირველი ტანკები უკვე მზადაა უკრაინაში გადასაზიდად

07/08/2023 19:25:41 მსოფლიო

"აბრამსის" ტანკების პირველი პარტია, რომელსაც აშშ უკრაინას აწვდის, შაბათ-კვირას დაამტკიცეს გადაზიდვისთვის და ტანკები უკრაინაში შემოდგომის დასაწყისში ჩავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა დუგლას ბუშმა, თავდაცვის მდივნის თანაშემწემ შესყიდვების საკითხებში, – იუწყება CNN.

პენტაგონის ოფიციალური პირის თქმით, "აბრამსის" პირველი ტანკები "უკვე მზადაა" უკრაინაში გადასაზიდად:

"ახლა ისინი უნდა წავიდნენ ევროპაში და შემდეგ უკრაინაში სხვა დანარჩენ ერთად: საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო ობიექტები. ამდენად, ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მოყვება მათ".

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელების ტანკებზე წვრთნა მაისში დაიწყო გერმანიაში, რომელიც ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ აპირებს "აბრამსის" ტანკების უკრაინაში გაგზავნას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S