Accentnews.ge
ოკუპანტებმა პოკროვსკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა პოკროვსკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, არის მსხვერპლი

07/08/2023 18:42:04 მსოფლიო

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, არის მსხვერპლი,– დაწერა Telegram -ზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"ქალაქი პოკროვსკი, დონეცკის ოლქი - დონბასი, რომლისგან რუსეთი ცდილობს მხოლოდ დამსხვრეული და დამწვარი ქვები დატოვოს. ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლში. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ადამიანების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება:

"ჩვენ უნდა გავაჩეროთ რუსული ტერორი. თითოეული ადამიანი, ვინც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის, ადამიანების სიცოცხლის გადამრჩენია. ყველა, ვინც მსოფლიოში უკრაინას ეხმარება, ჩვენთან ერთად ტერორისტებზე გამარჯვებას იზეიმებს. რუსეთი ყველაფერზე აგებს პასუხს ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S