Accentnews.ge
მღებრიშვილი: გადაწყდა, რომ წლის ბოლოს მოხდეს ვერტმფრენის მოწოდება

მღებრიშვილი: გადაწყდა, რომ წლის ბოლოს მოხდეს ვერტმფრენის მოწოდება

07/08/2023 16:54:56 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ საქართველო პირველ სამაშველო ვერტმფრენს დაჩქარებულად მიიღეს და ეს სავარაუდოდ, დეკემბერში მოხდება ნაცვლად მომავალი წლის მაისისა.

„ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება – დაახლოებით, დეკემბერში. ეს საკითხიც მეტ–ნაკლებად მოგვარდება“,– უთხრა მან ჟურნალისტებს.

3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. შესაბამისად, აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ აქვს.

ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან კი, სამი H 145 ტიპის ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, შსს-ს ინფორმაციით, ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერშია გაფორმებული.

ცნობილი იყო, რომ პირველ შვეულმფრენს საქართველოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, ანუ 2024 წლის მაისში უნდა მიეღო. მეორე – 19 თვის განმავლობაში, ანუ 2024 წლის ივლისში, მესამე – 20 თვეში, ანუ 2024 წლის აგვისტოში.

სასაზღვრო პოლიცია შვეულმფრენების ეტაპობრივად მიღებას იმით ხსნიდა, რომ „ზემოაღნიშნული შვეულმფრენები განკუთვნილია პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის, მათი დაკომპლექტება უნდა მოხდეს შესაბამისი აღჭურვილობით, რისი გათვალისწინებითაც მოწოდება განხორციელდება ეტაპობრივად“.

შსს-ს ინფორმაციით, „H 145“ მრავალფუნქციური შვეულმფრენია – პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა გამარტივებული წესით შვეულმფრენების შესყიდვაზე მიიღო 2022 წლის 25 დეკემბერს. ამასთან, სასაზღვრო პოლიცია გაყიდდა მის ბალანსზე არსებულ AS-332 L1e ტიპის [სუპერ პუმა] ერთ შვეულმფრენს და იყიდდა H 145 ტიპის სამ შვეულმფრენს.

სასაზღვრო პოლიციის დოკუმენტების მიხედვით „კომპანია Airbus Helicopters S.A.S-მა მოლაპარაკების პროცესში გამოთქვა მზაობა, პრივატიზების გზით შეიძინოს მის მიერვე წარმოებული აღნიშნული საფრენი აპარატი [AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი], მასზე დამონტაჟებული სხვადასხვა აღჭურვილობით, რომლის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრა 5 500 000 ევრო…

ამასთან, AIRBUS-მა გამოთქვა მზაობა, საერთო პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეღავათიან ფასად [საერთო ღირებულება 26 500 000 ევრო] შევისყიდოთ 3 ერთეული H 145 ტიპის შვეულმფრენი [რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო, ასევე სამაშველო მისიებში] და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები.“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S