Accentnews.ge
კიევ - პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა თავისუფლების სანაცვლოდ 33 მილიონი გრივნა გადახადა

კიევ - პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა თავისუფლების სანაცვლოდ 33 მილიონი გრივნა გადახადა

07/08/2023 16:38:23 მსოფლიო

კიევ - პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარი პავლო ლებედი, იგივე პაშა "მერსედესი" გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ადვოკატის ცნობით, მან 33 მილიონი უკრაინული გრივნა გადახადა, რომელიც ლებედს პატიმრობის ალტერნატივად ჰქონდა შეფარდებული.

პაშა "მერსედესს" ბრალი აპრილის დასაწყისში, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და აგრესორი ქვეყნის პროპაგანდის მხარდაჭერისთვის წაუყენეს.

30 ივნისს კიევის სასამართლომ მას 31 აგვისტომდე შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლებედის უკანონო საქმიანობის ახალი ფაქტები გამოავლინა, რის გამოც შინაპატიმრობა 15 ივლისს დაპატიმრებით შეუცვალეს და სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პატიმრობის ალტერნატივად მას 33 მილიონიანი გირაო შეუფარდეს. მაშინ ლებედი ამტკიცებდა, რომ გირაოს ფული არ ჰქონდა, შესაბამისად, ვერ გადაიხდიდა.

ადვოკატი ფულის წყაროზე არ საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S