Accentnews.ge
თურქეთის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა

07/08/2023 14:53:06 მსოფლიო

თურქეთის ქალაქ დერინჯის პორტში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, აფეთქება მოხდა. იუწყებიან დაშავებულების შესახებ,– იუწყება გამოცემა Hurriyet.

პორტში აფეთქება დაახლოებით 14:40 საათზე მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, აფეთქება მოხდა მარცვლეულის ერთ–ერთ საცავში ერთ–ერთი გემიდან ხორბლის გადმოტვირთვის დროს.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S