Accentnews.ge
უკრაინა კიდევ ერთ სამიტს გეგმავს, რომელშიც რუსეთის მონაწილეობასაც მოიაზრებს

უკრაინა კიდევ ერთ სამიტს გეგმავს, რომელშიც რუსეთის მონაწილეობასაც მოიაზრებს

07/08/2023 14:39:48 მსოფლიო

საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ, უკრაინა გეგმავს ორი სამიტის გამართვას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილ "მშვიდობის ფორმულაზე", ერთ-ერთ სამიტზე რუსეთსაც მიიწვევენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა ორშაბათს კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პირველი სამიტი არის დამფუძნებელი, სადაც მონაწილეებმა უნდა დაამტკიცონ ზელენსკის 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“, როგორც ფუნდამენტი“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ამის შემდეგ, ერმაკის თქმით, რამდენიმე სამიტი უნდა გაიმართოს „მშვიდობის ფორმულის“ თითოეულ პუნქტზე, იქ, სადაც შემუშავდება მათი განხორციელების გზები.

”მეორე სამიტზე, შედეგობრივად, ომის დასრულება უნდა დაფიქსირდეს”, - თქვა მან.

მისი თქმით, სამიტი მოიაზრებს რუსეთის მონაწილეობას:

"ჯიდაში ჩვენ არ განგვიხილავს რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკების პირობები. მაგრამ ომის ბოლოს საჭირო იქნება რუსეთის ჩართვა", - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანის შესახებ პუნქტის განხორციელების გარეშე ამ გეგმის შესრულება შეუძლებელია.

„და ამაში მათ მხარი დაგვიჭირეს... კერძოდ, გერმანიის წარმომადგენელმა მკაფიოდ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტზე ფიქრსაც კი ვერ დავუშვებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, სამიტის მონაცელეები ყველა პუნქტზე არ შეთანხმებულან და მიმდინარეობს მუშაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S