Accentnews.ge
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად სტუმრობს ტოკიოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად სტუმრობს ტოკიოს

07/08/2023 11:57:30 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვიზიტით იმყოფება იაპონიაში.

როგორც იტყობინებიან, იაპონიის ხელისუფლება შეეცდება, დაარწმუნოს თეირანი, შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა.

ეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია იაპონიაში 2019 წლის შემდეგ.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან შეხვედრის გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ამირ აბდოლაჰიანის კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთანაც.

ირანის წარმომადგენლის "დიდი შვიდეულის" წევრ ქვეყანაში ვიზიტის მიზანი ოფიციალურად არ სახელდება. მედია იაპონიის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტოკიო ირანული იარაღის რუსეთში ექსპორტის საკითხს დააყენებს, რომელსაც ეს უკანასკნელი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

იაპონიის წარმომადგენლები 5-6 აგვისტოს საუდის არაბეთში უკრაინის თემაზე გამართულ დიდ საერთაშორისო შეხვედრას დაესწრნენ. რუსეთი მასზე არ იყო მიწვეული. კონსულტაციები, მათ შორის, ჩინეთისა და რიგი ნეიტრალური ქვეყნების მონაწილეობით, როგორიცაა ბრაზილია და ინდოეთი, მიეძღვნა უკრაინის სამშვიდობო გეგმას.

როგორც France-Presse აღნიშნავს ირანელი დიპლომატის მოგზაურობასთან დაკავშირებით, იაპონია და ირანი ტრადიციულად ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობებს, მიუხედავად უკიდურესად დაძაბული ურთიერთობებისა თეირანსა და ტოკიოს მთავარ მოკავშირეს – ვაშინგტონს შორის. თეირანის წინააღმდეგ, მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მკაცრი საერთაშორისო სანქციების შემოღებამდე, ირანი იყო ნავთობის მთავარი ექსპორტიორი იაპონიაში, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი ბუნებრივი რესურსები.

კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ირანი რუსეთსისთვის დრონების მიწოდებაში, რომლებიც გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმისთვის. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S