
პარლამენტთან აქცია სახელწოდებით თანადგომისთვის დაანონსდა
07/08/2023 11:43:22 საზოგადოება
თბილისში, პარლამენტთან აქცია სახელწოდებით თანადგომისთვის დაანონსდა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზე შეიკრიბებიან.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები:
"შოვის ტრაგედიის გლოვის დღესთან და აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, პარლამენტის წინ ვიკრიბებით ადამიანები, რათა:
დაღუპულთა ოჯახებსა და ერთმანეთს დავანახოთ, რომ ჩვენი ტკივილი და თანადგომა სცდება ფეისბუქის პოსტებს;
შევახსენოთ ამ მთავრობას, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აუცილებლად მოვთხოვთ პასუხისმგებლობას;
შევახსენოთ რუსეთს, რომ ოკუპანტია და გვახსოვს ომის დაწყების ნამდვილი თარიღი!
ვიკრიბებით ადამიანები, რომლებიც არ წარმოვადგენთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.გამოსვლები არ იგეგმება. შეგიძლიათ, მოიტანოთ ყვავილები, სანთლები, თემატური პლაკატები".