უკრაინის ხელისუფლებამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 22 სამხედროს დაბრუნების შესახებ განაცხადა
07/08/2023 11:34:30 მსოფლიო
უკრაინის ხელისუფლებამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 22 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნების შესახებ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს შორის, რომლებიც უკრაინაში დაბრუნდნენ, ორი ოფიცერია, ერთი რიგითი და უნტეროფიცერი, რომლებიც მონაწილეობდნენ ბრძოლებში სხვადასხვა მიმართულებით.
გათავისუფლებულთა შორის არიან დაჭრილები, – აღნიშნა ერმაკმა.
მან ასევე დაწერა, რომ ყველა დაბრუნებული მიიღებს აუცილებელ მკურნალობას, გაივლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს.
რა პირობებით გაათავისუფლეს უკრაინელი სამხედროები, ანდრეი ერმაკმა არ დააკონკრეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტყვეების გაცვლაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების წინა გაცვლა 6 ივლისს შედგა. მხარეებმა 45–45 ტყვე გაცვალეს. სამხედროების გარდა, რუსულმა მხარემ უკრაინულ მხარეს გადასცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში დეპორტირებული ორი მშვიდობიანი მოქალაქე და ორი ბავშვი.


