Accentnews.ge
Reuters: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა რუსული ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი კორპორაციის სისტემა გატეხეს

Reuters: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა რუსული ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი კორპორაციის სისტემა გატეხეს

07/08/2023 11:11:58 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებმა გატეხეს რუსული კორპორაციის "ენპო მაშინოსტროენია"–ს კომპიუტერული ქსელები, რომელიც აწარმოებს ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, მათ შორის ჰიპერბგერითს და კოსმოსურ თანამგზავრებს,– ამის შესახებ Reuters იტყობინება.

გამოცემა ეყრდნობა "გატეხვის" თაობაზე წყაროსგან მოპოვებულ მტკიცებულებებს, რაც უსაფრთხოების ექსპერტებმა დაადასტურეს.

Reuters-ის ცნობით, 2021 წელს „ჰაკერების ელიტურმა ჯგუფებმა“, რომლებიც დაკავშირებულები არიან ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან, კერძოდ, ScarCruft-თან და Lazarus-თან, ფარულად შეიყვანეს ჯაშუშური პროგრამები "ენპო მაშინოსტროენია"–ს სისტემებში, რომლის შტაბ-ბინა რეუტოვში, მოსკოვის მახლობლად მდებარეობს.

მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტების განვითარების პროგრამაში წინსვლის შესახებ განაცხადა. თუმცა გაურკვეველია, არის თუ არა ეს დაკავშირებული ჰაკერების მიერ მოპოვებული ინფორმაციების გამოყენებასთან.

ექსპერტები, რომელთა შეხედულებებსაც ეყრდნობა Reuters, მიაჩნიათ, რომ ეს ნამდვილად იყო ჰაკერული შეტევა, რომელსაც ფხენიანმა მიმართა მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ჰაკერული შეღწევის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ჩრდილოეთ კორეაში ფართოდ გაშუქებული ვიზიტის შემდეგ.

ჰაკერებს ჰქონდათ წვდომა "ენპო მაშინოსტროენია"–ს ქსელებზე 2021 წლის ბოლოდან 2022 წლის მაისამდე, ვიდრე აღმოაჩენდნენ შეღწევას. რუსულმა კომპანიამ და რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის გაეროს მისიებმა არ უპასუხეს Reuters-ის თხოვნას კომენტარზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S