უკრაინამ საბჭოთა გამანადგურებლებზე Storm Shadow–ის რაკეტების დაყენება ისწავლა
07/08/2023 10:05:50 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბჭოთა გამანადგურებლები გადააკეთეს დასავლური რაკეტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა ZUNI და Strom Shadow, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სამხედრო ტექნიკის შემოწმებისას.
„ზელენსკიმ დაათვალიერა სუ-25–ის მოიერიშე თვითმფრინავი, სუ-24–ის ბომბდამშენი და გამანადგურებლები – სუ-27 და მიგ-29, რომლებიც რაკეტებს იყენებენ. <…> ეს თვითმფრინავები მოდერნიზებულია პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის გამოსაყენებლად, კერძოდ, ZUNI–ის "ჰაერი -ზედაპირი" და Storm Shadow და რადარის საწინააღმდეგო AGM HARM რაკეტების",– აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურში.
გარდა ამისა, ზელენსკის აჩვენეს ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ მიწოდებული სიმულატორის ფუნქციონირება პილოტების მოსამზადებლად დასავლური ტიპის F-16 თვითმფრინავებზე მუშაობისთვის.
როგორც იუწყებიან, უკრაინის პრეზიდენტმა კომპლექსის მოქმედება პრაქტიკაში გამოსცადა და „ერთ-ერთ ვირტუალურ სამიზნეს - ტუ-95-ს დაარტყა“.
სამხედროებმა ზელენსკის მფრინავის ჩაფხუტი აჩუქეს, როგორც რწმენის სიმბოლო, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში მიიღებს F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს.
კიევმა ZUNI და HARM რაკეტები შეერთებული შტატებიდან მიიღო, ხოლო Storm Shadow – ბრიტანეთიდან. ამ უკანასკნელთა მოქმედების მანძილი 250 კმ-ია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს ისინი.


