Accentnews.ge
ხავიერ კოლომინა: დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო, გულწრფელი სამძიმარი ქართველ პარტნიორებს NATO-სგან

ხავიერ კოლომინა: დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო, გულწრფელი სამძიმარი ქართველ პარტნიორებს NATO-სგან

07/08/2023 09:36:45 პოლიტიკა, საზოგადოება

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან. ფიქრებით მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S