Accentnews.ge
მედია: ყირიმში რუსი ტურისტების რაოდენობა განახევრდა

მედია: ყირიმში რუსი ტურისტების რაოდენობა განახევრდა

07/08/2023 09:33:05 მსოფლიო

ყირიმში სასტუმროების ჯავშნების რაოდენობა ივლისის მეორე ნახევარში თვის პირველ ნახევართან შედარებით 45%-ით შემცირდა. სასტუმროები საშუალოდ 50-60%-ით იტვირთება და იძულებულნი არიან, შეამცირონ ფასები დამსვენებლების მოზიდვის მიზნით. ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტს" ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

კომპანია Upro Group-ის მენეჯერი ეკატერინა მილჩინსკაია 2023 წელს ყველაზე რთულად მიიჩნევს. სასტუმრო Ribera Resort & SPA-ს კომერციული დირექტორის ელენა პეჩერიცას თქმით, ივლისში სასტუმროებში ფასდაკლებები 25%-ს აღწევს. მას მიაჩნია, რომ მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის მიზეზი სატრანსპორტო პრობლემები და შიშია.

ამ გაზაფხულზე და ზაფხულში ყირიმზე არაერთხელ განხორციელდა შეტევა დრონებით. კერძოდ, 19 ივლისს, ღამით, დრონებით თავდასხმის შემდეგ სტარი კრიმის რაიონში საბრძოლო მასალის საცავში ხანძარი გაჩნდა, ხოლო 22 ივლისს სამხედრო აეროდრომზე კრასნოგვარდეისკის რაიონში. ორჯერ მოხდა თავდასხმა ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ტერიტორიასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S