Accentnews.ge
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქართველ ხალხს ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქართველ ხალხს ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ

07/08/2023 09:13:43 პოლიტიკა, საზოგადოება

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველს ხალხს სოლიდარობას უცხადებს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო.

„დღეს, როდესაც საქართველო გლოვობს შოვში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულებს, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ. კურთხეული იყოს მათი ხსოვნა“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S