Accentnews.ge
ჰაკერები რუსეთში სადაზვერვო ცნობების მოპოვებისა და უკრაინისთვის გადაცემის შესახებ იუწყებიან

ჰაკერები რუსეთში სადაზვერვო ცნობების მოპოვებისა და უკრაინისთვის გადაცემის შესახებ იუწყებიან

07/08/2023 09:12:12 მსოფლიო

7 აგვისტოს, ღამით, ჰაკერებმა გატეხეს მოსკოვის ტექნიკური ინვენტარიზაციის საქალაქო ბიუროს ვებგვერდი. ეს შენიშნა გამოცემამ „ვაჟნიე ისტორიი".

საიტის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ჰაკერები აცხადებენ, რომ მოიპოვეს მონაცემები მოსკოვში ქონების მფლობელების შესახებ.

„ინფორმაცია საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების, სამხედროებისა და დაზვერვის ჩინოვნიკების შესახებ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინასთან ომს, გადაეცა უკრაინის თავდაცვის ძალებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად საიტი არ ფუნქციონირებს.

ჰაკერების განცხადებაში მითითებულია ბმულები მათი გვერდების შესახებ Twitter-სა და Telegram-ზე. Twitter–ზე ისინი განმარტავენ, რომ არიან „IT–სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ უკრაინაში მშვიდობისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S