Accentnews.ge
თურქეთში ერდოღანისა და პუტინის სავარაუდო შეხვედრის დროს ასახელებენ

თურქეთში ერდოღანისა და პუტინის სავარაუდო შეხვედრის დროს ასახელებენ

07/08/2023 09:00:38 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისას აპირებს, მას უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება შესთავაზოს, – იუწყებიან რუსული სახელმწიფო სააგენტოები თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციიდანს წყაროზე დაყრდნობით.

თურულ გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, პუტინს თურქეთში აგვისტოს ბოლო კვირას ელოდებიან. მოლაპარაკებებზე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე იმსჯელებენ. ეს თემა ერთ-ერთი ცენტრალური იქნება თურქეთის მთავრობის 7 აგვისტოს სხდომაზე.

"განიხილება რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, თურქეთის დიპლომატიური კონტაქტები ომის დასასრულებლად და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, საიდანაც რუსეთი ცალმხრივად გავიდა. ამ კონტექსტში გადაიხედება სტრატეგიები, რომლებსაც თურქეთი მიჰყვება, რათა მარცვლეულის დერეფანმა კვლავ იმუშაოს. გარდა ამისა, შეფასდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესაძლო ვიზიტი თურქეთში ამ თვის ბოლოს“, - წერს Hürriyet.

2 აგვისტოს პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ რუსეთის ლიდერის თურქეთში ვიზიტზე.

ბოლო კვირების განმავლობაში ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს კრემლის ხელმძღვანელთან საუბარი შეთანხმების განახლებაზე, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას იძლევა შავი ზღვის პორტებიდან.

რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 17 ივლისს განაცხადა არგუმენტით, რომ რუსეთიდან სასუქების ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებების ნაწილი არ შესრულდა. ამის შემდეგ რუსულმა ჯარებმა თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს ოდესის რეგიონის დაბომბვა, ანადგურებდნენ საპორტო ინფრასტრუქტურას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S