
უკრაინა ადასტურებს, რომ ყირიმთან დამაკავშირებელ ორ ხიდზე დარტყმა განახორციელა
07/08/2023 05:34:42 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ კვირას სარაკეტო დარტყმა განახორციელა ორ ხიდზე, რომელიც ყირიმსა და სამხრეთ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს.
"თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ოკუპანტების ორ მთავარ საკომუნიკაციო გზას – ჩონჰარისა და ჰენიჩესკის საავტომობილო ხიდებს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
გუშინ რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ხიდებაზე სარაკეტო თავდასხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კიევი იყო.